ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოუცხადებელ პირებზე: ისეთი კითხვებია, რომ არ უნდათ, პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ მოისმინოს მათი პასუხები, ვინაიდან პასუხები არ არსებობს

Primetime.ge 3 კვირის წინ 23
ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოუცხადებელ პირებზე: ისეთი კითხვებია, რომ არ უნდათ, პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ მოისმინოს მათი პასუხები, ვინაიდან პასუხები არ არსებობს
ისეთი კითხვებია, რომ არ უნდათ, პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ მოისმინოს მათი პასუხები, ვინაიდან პასუხები არ არსებობს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე საუბრისას, რომელზეც რამდენიმე გამოძახებული პირი არ გამოცხადდა.საუბრისას მაჭავარიანმა ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმე გაიხსენა.„ისეთი კითხვებია, რომ არ უნდათ, პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ მოისმინოს მათი პასუხები, ვინაიდან პასუხები არ არსებობს. მე რიგით პოლიტიკოსს, შემიძლია პოლიტიკური შეფასება გავაკეთო და უბრალოდ ჩემი ვარაუდი გამოვთქვა. რაც იმ ბატონმა ილაპარაკა, რომელსაც ცხოვრება გაუმწარეს - ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმეზე ვსაუბრობ, ფაქტებით, მტკიცებულებებით, თარიღებით ყველაფერი ჩამოთვალა. ამის შემდეგ ძალიან რთულია, კომისიაზე ამ ყველაფერს პასუხი გასცე, ვინაიდან იცი, რომ მთელი საქართველო გიყურებს და სიცრუეს იქ არავინ გაპატიებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.საგამოძიებო კომისიის სხდომებს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საცირკო სანახაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ამ სხდომებზე არ მისვლას აქვს არგუმენტი - ეს არის მათი პოლიტიკური ხედვა და რომ პარლამენტს არ აღიარებენ.დაბარების მიუხედავად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ბადრი ჯაფარიძეზე კი კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 349-ე მუხლით უკვე აღიძრა, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის" გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ხაზარაძის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესაც. „ლელოს“ ლიდერები სხდომაზე მას შემდეგ დაიბარეს, როცა ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაიხსენა, თუ რა როლი ჰქონდათ მისთვის ბიზნესის წართმევასა და კეზერაშვილისთვის გადაცემაში, სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია