პრეზიდენტის არჩევის
თარიღი პარლამენტში უკვე
დღეს დასახელდება, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა. მისი
თქმით, პრეზიდენტობის
კანდიდატთან
დაკავშირებით,
კონსულტაციები
მიმდინარეობს.„პრეზიდენტს
სამასი ადამიანისგან
შემდგარი კოლეგია აირჩევს.
გუნდში იმ კანდიდატთან
დაკავშირებით
კონსულტაციები
მიმდინარეობს, ვისაც
წარვადგენთ“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.საქართველოს
პარლამენტი დღეს ახალი
წესით პრეზიდენტის
არჩევის თარიღზე
იმსჯელებს.