ვადამდელი და ხელახალი
არჩევნები საქართველოში
არ დაინიშნება. როგორც
კონსტიტუციით არის
განსაზღვრული, ჩატარდება 2028
წელს, - განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მაჭავარიანმა „დღის
ქრონიკაში“.წამყვანმა
ჰკითხა, რა საფუძველი აქვს
„გორბის“ კვლევაზე
დაფუძნებულ ოპოზიციის
აფორიაქებას და რა
შემთხვევაში შეიძლება
განიხილოს ხელისუფლებამ
ვადამდელი, თუ ახალი
საპარლამენტო არჩევნების
დანიშვნის
პერსპექტივა.„ვადამდელი
და ხელახალი არჩევნები
საქართველოში არ
დაინიშნება. როგორც
კონსტიტუციით არის
განსაზღვრული, ჩატარდება 2028
წელს. ოპოზიციას რა სურს, ეს
მეორე საკითხია.
ჰიპოთეზურად
წარმოვიდგინოთ, არჩევნები
რომ ტარდებოდეს, მეტი შანსი
აქვთ, თუ რა?! ახლა გველოდება
თვითმმართველობის
არჩევნები. რიგგარეშე
არჩევნების ჩატარება არ
განიხილება“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.კითხვაზე,
პარლამენტის არჩევნები ამ
კვირას რომ ტარდებოდეს ვის
მისცემდით ხმას შემდეგი
პარტიებიდან?
გამოკითხულთა 56,2% - მა
„ქართული ოცნება“
დაასახელა.ტელეკომპანია
„იმედის“ დაკვეთით
საქართველოს
საზოგადოებრივი აზრისა და
ბიზნესის კვლევის
საერთაშორისო ცენტრმა
„გორბიმ“ საზოგადოებრივი
აზრის კვლევა თბილისისა და
ქვეყნის მასშტაბით,
პირისპირი ინტერვიუირების
მეთოდის გამოყენებით
ჩაატარა.საველე
სამუშაოები 2025 წლის 22
ივნისი-5 ივლისს შესრულდა.
შედგა 2300 პირისპირი
ინტერვიუ საქართველოს
ზრდასრულ მოქალაქესთან (18
წლის და მეტი
ასაკის).წარმოდგენილი
მონაცემები შეწონილია
როგორც დემოგრაფიული,
ასევე პოლიტიკური წონით (2024
წლის საპარლამენტო
არჩევნებში გაცხადებული
ხმის მიცემის და
ოფიციალური შედეგების
თანაფარდობით) და
წარმოდგენილია სავარაუდო
ამომრჩევლის
ჭრილში.სავარაუდო
ამომრჩეველი გამოვლინდა
არჩევნებში მონაწილეობის
მზაობასთან დაკავშირებულ
შეკითხვებზე გაცემული
პასუხებიდან გამომდინარე.
ცდომილების ზღვარი: +/-3%
სავარაუდო ამომრჩეველი,
ქვეყნის მასშტაბით.