ლევან იოსელიანი რობინ დანიგანსა და პაველ ჰერჩინსკს შეხვდა

Primetime.ge 2 კვირის წინ 19
ლევან იოსელიანი რობინ დანიგანსა და პაველ ჰერჩინსკს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.სახალხო დამცველის „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას.„ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს საგანგებო რეჟიმში მუშაობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც აპარატი ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დასამკვიდრებლად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ლევან იოსელიანმა დღე ასევე შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან.„9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს. ასევე ისაუბრეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის „ფეისბუქგვერდზე“  გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია