350 ათასი ხმის გაყალბება ერთ
დღეში ისე, რომ ვერავინ
გაიგოს, ჩემთვის
დამაჯერებელი არ არის. თუ
ასეთი რამ მოხდა, ამის
მტკიცებულებები უნდა
ინახოს. მზად ვარ შევცვალო
ჩემი პოზიცია, თუ ამის
მტკიცებულებას ვნახავ, -
განაცხადა სახალხო
დამცველმა ლევან
იოსელიანმა „დღის
ქრონიკაში“.„350 ათასი ხმის
გაყალბება ერთ დღეში ისე,
რომ ვერავინ გაიგოს,
ჩემთვის დამაჯერებელი არ
არის. თუ ასეთი რამ მოხდა,
ამის მტკიცებულებები უნდა
ინახოს. მზად ვარ შევცვალო
ჩემი პოზიცია, თუ ამის
მტკიცებულებას ვნახავ.
გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის
დასკვნა, რომელსაც ასევე არ
დაუდასტურებია არც 100 ათასი
ადამიანისთვის ხმის
ჩამორთმევის და არც 350
ადამიანისთვის გაყალბების
ფაქტი. ყველა სხვა
არგუმენტი, რომლის გამოც
სახალხო დამცველს ამ აზრის
გამოთქმის გამო ედავებიან,
ჩემი აზრით, ეს არის
მცდელობა, რომ მე არ
ვილაპარაკო ის, რასაც
ვფიქრობ“, - აღნიშნა
იოსელიანმა.