ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

Primetime.ge 2 საათი წინ 4
ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.უწყების ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დელეგაციასთან ერთად ასევე შეხვედრები გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში. ლევან დავითაშვილის შეფასებით, სამივე უწყებასთან შედგა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივად განსახორციელებელ მომავალ გეგმებს ეხებოდა.სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაახლოვდეს პოზიციები და მაქსიმალურად მყარი გახდეს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობა მომავალში.
სრულად წაიკითხეთ სტატია