[ლგბტ] პროპაგანდა ჩვენს
საზოგადოებაში არ უნდა
აღწევდეს. ამის მცდელობა
რასაკვირველია, იყო, -
განაცხადა პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა
გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი
გამოეხმაურა აშშ-ის
სახელმწიფო მდივნის
თანაშემწის პოსტს,
რომელშიც მან შეშფოთება
გამოთქვა „ოჯახური
ღირებულებებისა და არა
სრულწლოვანთა დაცვის“
კანონის გამო.„ყველა
ადამიანის უფლება უნდა
დაიცვას, პროპაგანდა სხვაა
და ადამიანებისადმი
მიმართული გარკვეული
აქციები თუ კანონები - სხვა.
პროპაგანდაზეა ლაპარაკი,
რაც ჩვენს საზოგადოებაში
არ უნდა აღწევდეს. ამის
მცდელობა რასაკვირველია,
იყო. ეს მარტო ცალმხრივი
თემა არ არის, რომელიც
მარტო თითქოს,
საქართველოშია აქტუალური.
რასაკვირველია,
თვითმყოფადობა არის
ერთ-ერთი საგანგებო ბოძი,
რომელზეც დგას საქართველო
და საქართველო დღემდე
მოიტანა სწორედ ამ
თვითმყოფადობის
შენარჩუნებამ“, - განაცხადა
ვოლსკიმ.ჯიმ ო’ ბრაიენი
შეშფოთებას გამოთქვამს
„ოჯახური ღირებულებებისა
და არა სრულწლოვანთა
დაცვის“ კანონის გამო და
აცხადებს, რომ ამერიკა
ყოველთვის ხმას აიმაღლებს
ადამიანის უფლებების
დასაცავად.