პარტია "საქართველოსთვის"
წევრის, ბექა ლილუაშვილის
განცხადებით, 25 ნოემბერს
ისინი პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორიაზე
შეიკრიბებიან და მე-11
მოწვევის პარლამენტის
პირველ სხდომას
მშვიდობიანად
გააპროტესტებენ.ლილუაშვილის
თქმით, მათი პარტია იმით
განსხვავდებიან
"ნაციონალური
მოძრაობისგან", რომ მათი
მთავარი ამოცანა
რადიკალური დღის წესრიგის
შექმნა არ არის."ჩვენ 25-ში
ვიქნებით პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორიაზე,
მშვიდობიანად პროტესტის
გამოსახატავად. ერთ-ერთი
კრიტიკული
განმასხვავებელი ჩვენსა
და "ნაციონალურ მოძრაობას"
შორის არის ის, რომ მათ
შესაძლოა სურდეთ
რადიკალური დღის
წესრიგისა და პროცესების
შექმნა. ეს ჩვენი მიზანი
არც ადრე ყოფილა და არც
ახლაა", - განაცხადა ბექა
ლილუაშვილმა.