პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე,
დავით მათიკაშვილი, ზვიად
რატიანის საქმეზე
ოპოზიციის,
არასამთავრობოებისა და
მათი მოკავშირეების
შეფასებას ეხმიანება და
აცხადებს, რომ მსოფლიოს არც
ერთ ქვეყანაში,
სამართალდამცავისთვის
ფიზიკური შეურაცხყოფის
მიყენების გამო პირის
დაკავება, პოლიტიკურ
დევნად არ იქნება
განხილული.მათიკაშვილის
განცხადებით,
საქართველოში, რადიკალები
და პროპაგანდისტები
ცდილობენ საზოგადოების
მოტყუებას და ზვიად
რატიანის პატიმრობისთვის
პოლიტიკური ელფერის
შეძენას, თუმცა, მისივე
თქმით, არსებობს
ვიდეოკადრები, სადაც
ყველაფერი თვალნათლივ
ჩანს.„ეს არის ის აბსურდის
თეატრი, რომელშიც,
სამწუხაროდ, რადიკალები და
მათი მხარდამჭერი ძალები,
როგორც ქვეყნის ფარგლებს
გარეთ, ისე აგენტურული
ოპოზიციის რუპორი
ტელევიზიები, ცდილობენ რომ
საზოგადოება აცხოვრონ.
საზოგადოებამ იხილა
თვალნათლივ, რომ
კონკრეტული პიროვნება,
რომლის იდენტიფიცირებაც
არავის გასჭირვებია, ხელს
ურტყამს სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენელს.
იგივე ფაქტი, მსოფლიოს
ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც
არ უნდა იყოს ეს პიროვნება,
რომელიც სამართალდამცავს
ურტყამს ხელს, მის ობიექტურ
შეფასებაში რაიმე ფორმით
ბუნებრივია პოლიტიკურ
დევნად არ და ვერ იქნება
განხილული, მაგრამ
საქართველოში ცდილობენ
რადიკალები,
პროპაგანდისტები, რომ ეს
ყველაფერი პოლიტიკურ
ანტურაჟში გაახვიონ.
შეუძლებელია საზოგადოების
მოტყუება, მით უმეტეს,
როდესაც კონკრეტული
ძალადობის ვიდეოკადრები
არსებობს და ამას წყალი არ
გაუვა“, - განაცხადა დავით
მათიკაშვილმა.