კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

Primetime.ge 2 თვის წინ 63
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტი განიხილეს.ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.მომხსენებლის განმარტებით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენს 5,3%-ს.„მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.მისი ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარით, რაც მშპ-ს 25,1%-ია. რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებშია.მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 2 281,0 მლნ ლარით და შეადგენს 26 850,5 მლნ ლარს. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 21 185,0 მლნ ლარს; სხვა შემოსავლები 1 350,0 მლნ ლარს ხოლო, გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი კი განისაზღვრება 200,3 მლნ ლარის ოდენობით.მომხსენებლის ინფორმაციით,  სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 27 046,5 მლნ ლარს, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 016,1 მლნ ლარით.გიორგი კაკაურიძემ ცალკეული უწყებების დაფინანსების თაობაზე ისაუბრა.მისი თქმით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 700,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 870.9 მლნ ლარით.„ასიგნებების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა იზრდება - 625.9 მლნ ლარით, მათ შორის მხოლოდ საპენსიო უზრუნველყოფისთვის  490 მლნ ლარით, რაც 70 წლამდე პირთა პენსიის 20 ლარით, ხოლო 70 წლის ზემოთ პენსიონერებისთვის  35 ლარით ზრდისთვისაა გათვალისწინებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისი თქმით, პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები.როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება გაზრდილია 113,3 მლნ ლარით ხოლო, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები 200 მლნ ლარზე მეტით.•განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 377 მლნ ლარით;•კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ ლარით;•რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა  3 200,0 მლნ ლარით.•გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 745.0 მლნ ლარს.•ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ლარი, რაც 199,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად გამოწვეულია ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის.•საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121,0 მლნ ლარს;•იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი;•საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 200,0 მლნ ლარი;•თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 600,0 მლნ ლარი;•შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კი 1 350,0 მლნ ლარი;გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები პროგნოზირებულია 1 890,5 მლნ ლარის ოდენობით. „ეს არის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი. მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოგვიწევს აქტიური თანამშრომლობა და  ნოემბერში ჩამოვაყალიბებთ საბოლოო ბიუჯეტს, რომელშიც ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი პრიორიტეტის დაფინანსება აისახება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია