კომისიაზე არაერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ხაზარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით, ის და ბადრი ჯაფარიძე კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ -თეა წულუკიანი

Primetime.ge 3 საათი წინ 5
კომისიაზე არაერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ხაზარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით, ის და ბადრი ჯაფარიძე კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ -თეა წულუკიანი
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ, ბიზნესმენები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.როგორც წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკთან“ ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ“.„როგორც მოქალაქეები ამბობდნენ, ისინი ხანდახან მივიდოდნენ და შესთავაზებდნენ ამა თუ იმ ბიზნესს, შემოვალთ წილში და გავაფართოოთ ერთად ბიზნესი, კარგად ვიცხოვროთო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ამის უკან კეზერაშვილი დგას, რომელიც შემდეგ წაართმევდა ამ ბიზნესმენს ამ ბიზნესს. იქნება ეს „მაგნატის“, ლისის ტბის საქმე. როცა შეტყობინება ჩავაბარეთ მამუკა ხაზარაძეს, თავად ლისზე ცხოვრობს. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ტყის სტატუსით სარგებლობდა, შემდეგ სატყეო რესურსიდან იქნა ამოღებული, რადგან სხვანაირად მოეხმარათ მას, სააკაშვილს და კეზერაშვილს ეს ტერიტორია. ახლა ის იქ ცხოვრობს. არის ბევრი კითხვა და დარწმუნებული, ვარ დისკუსია კიდევ მეტ კითხვას გამოაჩენდა მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია