„ლელოს“ თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობის
მიღება თუ უნდა,
მონაწილეობას მიიღებენ
იმის მიუხედავად, მათი
ლიდერი სად იქნება, – ამის
შესახებ „ხალხის ძალის“
წევრმა, გურამ
მაჭარაშვილმა
განაცხადა.მისი თქმით,
„გახარია
საქართველოსთვის“ და
„ლელო“ არჩევნების შემდეგ
აუცილებლად
დასრულდებიან.„ლელოს“
თვითმმართველობის
არჩევნებში თუ უნდა
მონაწილეობის მიღება,
ისინი მონაწილეობას
მიიღებენ მიუხედავად
იმისა, მათი ლიდერი სად
იქნება. მათი ერთიანობის
არავის სჯერა, არც აქამდე
იყვნენ ერთიანები და არც
ახლა იქნებიან, რადგან ასე
აქვთ ნაკარნახევი
თავიანთი პატრონებიდან.
უცხო ძალების აგენტის
ბედია – როცა ხელს მოაწერ
აგენტობაზე, არავინ
გეკითხება, რა პოზიცია
გექნება. უფრო მეტიც, ამ
პროცესიდან გასვლა რომ
უნდოდეთ, ამის საშუალებას
არ მისცემენ. პოლიტიკიდან
გასული ადამიანები არიან,
მაგრამ აქციების დროს
„გამოაგორეს“. ქვეყნის
წინააღმდეგ როდესაც
აგენტობას დათანხმდები,
შემდეგ არავინ არაფერს
გკითხავს.
თვითმმართველობის
არჩევნები ტესტია, გახარია
და „ლელო“ არჩევნების
შემდეგ აუცილებლად
დასრულდებიან“, –
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.