საპარლამენტო უმრავლესობა
მხარს დაუჭერს
პრემიერ-მინისტრის
ინიციატივას, რომელიც
ნარკომანიასთან ბრძოლის
საქმეში ძალიან
მნიშვნელოვან როლს
შეასრულებს! ცვლილებები
უმოკლეს ვადებში იქნება
მიღებული – აიკრძალება
ჩანაცვლებითი თერაპიის
პროგრამების
განხორციელება კერძო
სუბიექტების მიერ და მას
სახელმწიფო
განახორციელებს, – ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი მამუკა მდინარაძე
სოციალურ ქსელში
წერს.როგორც მდინარაძე
წერს, ამ და მსგავს
ინიციატივებს
საზოგადოების მაქსიმალური
მხარდაჭერა
სჭირდება.„პროგრამებისთვის
განკუთვნილ
ინფრასტრუქტურას გავიტანთ
მჭიდროდ დასახლებული
სივრცეებიდან. ასევე
აიკრძალება ფსიქოტროპული
მედიკამენტების ქვეყანაში
შემოტანა კერძო
კომპანიების მიერ.
დაწესდება მკაცრი
კონტროლი ფსიქოტროპული
პრეპარატების რეცეპტის
გამოწერაზე. ამ და მსგავს
ინიციატივებს
საზოგადოების მაქსიმალური
მხარდაჭერა სჭირდება!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
თაობების გადარჩენისთვის
და ჩვენ გარდა, ამაზე
არავინ იზრუნებს, ეს მხოლოდ
საქართველოს და ჩვენი
მოქალაქეების ინტერესებში
შედის!“, – წერს მამუკა
მდინარაძე.დღეს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა, რომ
მიიღეს გადაწყვეტილება,
სრულად აკრძალონ
ჩანაცვლებითი თერაპიის
პროგრამების
განხორციელება კერძო
სუბიექტების მიერ და სრული
პასუხისმგებლობა აიღოს
სახელმწიფომ. პრემიერმა
ასევე განაცხადა, რომ
ფსიქოტროპული
მედიკამენტების იმპორტი
კერძო კომპანიების მიერ
სრულად აიკრძალება, მათი
იმპორტი და რეალიზაცია
მხოლოდ სახელმწიფოს
პრეროგატივა იქნება.