კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებმა თავიანთი თავი გამოავლინეს - არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებაზე

Primetime.ge 10 საათი წინ 4
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებმა თავიანთი თავი გამოავლინეს - არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის„ წევრების მიერ მმართველი პარტიის ბანერის დაზიანებას ეხმაურება. მისი თქმით, „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებმა თავიანთი თავი გამოავლინეს“.„ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ომს ითხოვდნენ და ითხოვენ, ახლა ამ ყველაფერს საღებავით ებრძვიან. როგორც არ უნდა სცადონ საღებავით თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა და მოწოდებების გადაფარვა, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. წარმოიდგინოს ქართველმა ხალხმა, რას დამართებენ ჩვენს ქვეყანას, რას დამართებენ ქართველ ხალხს, ხელისუფლებაში დაბრუნების იოტისოდენა შანსი მაინც თუ გაუჩნდათ“, - აცხადებს გორდულაძე.ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში მმართველი პარტიის ბანერი დააზიანეს, კანონდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები კი თავადვე გაავრცელეს. მათ ბანერზე განთავსებული წარწერა „არა ომს“ შეღებეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია