კოალიციამ "ცვლილებებისთვის" ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვა - მიზეზებთან დაკავშირებით ისინი გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ

Primetime.ge 1 საათი წინ 3
კოალიციამ "ცვლილებებისთვის" ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვა - მიზეზებთან დაკავშირებით ისინი გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ
კოალიცია "ცვლილებებისთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია ის მიზეზები, რის გამოც კოალიციის წევრებმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვეს."გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე ჩვენი უარის მიზეზი.დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებებით - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული.აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია