კიშინიოვის აეროპორტში აღმოჩენილია სათამაშოში ჩამონტაჟებული ბომბი, რომელიც უკრაინიდან თბილისის აეროპორტში ამანათის სახით უნდა ჩასულიყო - მოლდოვური მედია

Primetime.ge 3 თვის წინ 53
კიშინიოვის აეროპორტში აღმოჩენილია სათამაშოში ჩამონტაჟებული ბომბი, რომელიც უკრაინიდან თბილისის აეროპორტში ამანათის სახით უნდა ჩასულიყო - მოლდოვური მედია
მოლდოვის პოლიციამ სამშაბათს, შობის ღამეს, კიშინიოვის აეროპორტის ერთ-ერთ ამანათში ასაფეთქებელი ნივთი აღმოაჩინეს.მოლდოვური მედიის ინფორმაციით, სათამაშოში ჩამონტაჟებული ბომბი, უკრაინიდან თბილისის აეროპორტში ამანათის სახით უნდა ჩასულიყო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს შესაბამისი ცენტრის სპეციალისტები და გაანეიტრალეს საეჭვო ობიექტი, რომელიც სათამაშო მანქანას ჰგავდა. ამ დროისთვის ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის. აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, პირზე, ვისაც ამანათი ეკუთვნოდა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია