პარტია „ხალხის ძალის“
წევრი ზურაბ ქადაგიძე
სოციალურ ქსელში რომან
გოცირიძის მიერ,
სხვადასხვა დროს, სოციალურ
ქსელში დაწერილ პოსტებს
აქვეყნებს და
ეხმიანება.ექსპერტი წერს,
რომ რომან გოცირიძე
ტყუილებში აიჭრა და სებ-ის
პრაგმატულ
გადაწყვეტილებებთანდაკავშირებით
ურთიერთგამომრიცხავ
განცხადებებს
აკეთებს.„რომან გოცირიძე,
ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში
აიჭრა:• ჯერ ამბობდა სებ-ს
საცავი არ უვარგაო - ახლა
აღმოჩნდა რომ ყველაზე
დაცული საცავი აქვს...•
სებ-მა რეზერვები გაყიდა -
არ უნდა გაეყიდაო...• სებ-მა
რეზერვები იყიდა - რატომ
იყიდაო...• ლარის კურსი
მყარდება - არ უნდა
გამყარდეს, ეს სებ-ის
მანიპულაციააო...• ლარი
უფასურდება - არუნდა
გაუფასურდეს, ეს სებ-ის
ბრალიაო...• სებ-მა
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთი შეამცირა - არ
უნდა შეემცირებინაო...•
სებ-მა მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთი
უცვლელად დატოვა - უნდა
გაეზარდაო...კიდევ კარგი,
საბედნიეროდ, სებ-ი და
სრულიად ერი რომანას
ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ
დავიღუპებოდით?ისევ
საკუთარი თავი გამოიძახო
ჯობია შაბათ-კვირას
სამსახურში და
ზე-განაკვეთურებიგამოიწერო,
დღემდე ლეგენდები რომ
დადის ეროვნულ ბანკშიP.S.
კიდევ ის მოჰყევი, ნიკო
ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი
კუპიურა, როგორ გადაგახია
თავზე სააკაშვილმა.მოკლედ,
200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე
დააბეჭდვინა გოცირიძემ.
(ნიკოლაძის შთამომავლობით
ზურაბიშვილი ყელყელაობდა
მაშინ)ჰოდა - იმ პერიოდს
დაემთხვა, სალომე
ზურაბიშვილი რომ გადადგა
მინისტრობიდან და ამაზე
გამწარებულმა სააკაშვილმა
გული რომან გოცირიძეზე
იყარა - დაიბარა თავისთან
და ახალი დაბეჭდილი 200
ლარიანი კუპიურა სულ
„პიქსელ-პიქსელ“
გადააყლაპა“, - წერს ზურაბ
ქადაგიძე სოციალურ ქსელში.