გასულ წელს სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ 36 985
სახელმწიფო კონტროლი
განახორციელა. ამის
შესახებ სეს-ის 2024 წლის
ანგარიშშია
აღნიშნული.სტატისტიკის
მიხედვით, აქედან 18 422
ინსპექტირება იყო, მათ
შორის, 8 681 - გეგმური, 1 189 -
არაგეგმური, აღიარების
მინიჭების მიზნით - 274,
გადამოწმება - 8 278,
დოკუმენტური შემოწმება - 11
287, ხოლო მონიტორინგის
პროგრამის ფარგლებში,
სხვადასხვა დასახელების
სურსათის /სასმელი წყლის 6 174
ნიმუშია
გამოკვლეული.დოკუმენტის
თანახმად, შემოწმების
შედეგად გამოვლენილი
დარღვევების მაჩვენებელმა
9.5% შეადგინა. ამასთან,
ზედამხედველობა
განხორციელდა 872
ბიზნესოპერატორთან; HACCP-ის
აუდიტი, მათ შორის,
მითითებების შესრულების
მდგომარეობის გადამოწმება
ჩატარდა 231
ბიზნესოპერატორთან;
გამოვლინდა 3241
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა.2024 წელს,
თბილისში სხვადასხვა
სასურსათო თუ კვების
ობიექტებზე ჩატარებული
შემოწმებების შედეგად, 10-ზე
მეტ ობიექტში გამოვლინდა
კრიტიკული
შეუსაბამობა.ობიექტების
ჩამონათვალი, სადაც
დარღვევა გამოვლინდა:შპს
„პექფუდი +“ - არ ტარდება
სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს
„ხინკალო 2020“ - ინვენტარი
კოროზირებულია;შპს „პური
ჩვენი არსობისა“ - არ
ტარდება სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს
„თავთავი 2018“ - არ ტარდება
სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;საკონდიტრო
ნაწარმის და ნამცხვრების
წარმოება „ი/მ“ - არ ტარდება
სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია;
ინვენტარი
კოროზირებულია;შპს
,,თბილისის რძის ქარხანა" -
დარღვეულია ჰიგიენური
ნორმები; წარმოიქმნება
კონდენსატი;შპს „სრი
ბალაჯი ენთერფრაისის“ - არ
ტარდება სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;
წარმოიქმნება
კონდენსატი;შპს „ილევენ“-
არ ტარდება სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია;
წარმოიქმნება
კონდენსატი;შპს „მიაო ჯია“
- წარმოიქმნება
კონდენსატი;შპს „მადლიანი
2024“ - არ ტარდება სათანადო
რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს
„მით შოპ“ - აღმოჩენილია
ხორცი ჯანმრთელობის
ნიშანდების
გარეშე;„კალაური“ -
აღმოჩენილია ხორცი
ჯანმრთელობის ნიშანდების
გარეშე.