კარგია, რომ არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა - არჩილ გორდულაძე

Primetime.ge 3 საათი წინ 4
კარგია, რომ არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა - არჩილ გორდულაძე
კარგია, რომ არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.კერძოდ, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი“.არჩილ გორდულაძის თქმით, ხელისუფლება თავის წილ ვალდებულებებს ასრულებს.„ჩვენს ქვეყანაში სხვა არავინ არსებობს, ვინც რეკომენდაციების გათვალისწინებას შეძლებს. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებებს ვასრულებთ და მომავლშიც იქნება შესრულებული. კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანები და სხვა ორგანიზაციებიც შეასრულებენ ჩვენ წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და ამით ჩვენს ხალხს არ შეურაცხყოფენ. თუ არის რაიმე ისეთი საკითხი, რაც საკანონმდებლო კუთხით რეგულირებას საჭიროებს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჩვენს კანონმდებლობაში ასახული იქნება. არავის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპული მისწრაფებების კურსს გადაუხვია“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია