კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში. თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, გიცხადებთ, რომ ის ქვეყნის ბოროტისმსურველი არის - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 64
კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში. თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, გიცხადებთ, რომ ის ქვეყნის ბოროტისმსურველი არის - მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპირებენ ცალკეულ უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები დააშანტაჟონ ან მოისყიდონ.ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართლი ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა საარჩევნო პროცესში ჩართულ ადამიანებს მიმართა.„მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის და კომისიების ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში.არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში. თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, წინასწარვე, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტისმსურველი არის და აქვს ერთადერთი მიზანი - ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ და გარწმუნებთ: ვინც და რა ფორმითაც არ უნდა მოგმართოთ, არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ შემოთავაზებას თუ პროვოკაციას, არ მოტყუვდეთ და გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს მოწოდება, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ თქვენი მისამართით, ყველაფერი ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. სწორედ ეს არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესი“, - განაცხადა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია