არჩევნები მიმდინარეობს
ძალიან კარგად, - განაცხადა
საერთაშორისო
დამკვირვებელმა,
ჟურნალისტმა კანდელა სოლ
სილვამ.„ვითარება არის
ძალიან მშვიდი. ძალიან
კარგი გარემოა
დემოკრატიისთვის და
გამჭვირვალობისთვის“, -
აღნიშნა კანდელა სოლ
სილვამ.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.