ლევან ხაბეიშვილის დაცვის
თანამშრომელი თავად
დასაცავი ყოფილა, ასე
გამოდის. არ ვიცი, ამასთან
დაკავშირებით რა
კომენტარი გავაკეთო, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ ლევან
ხაბეიშვილის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის
კომენტირებისას.საქართველოს
პრემიერ-მინისტრის თქმით,
იყო რამდენიმე უბანი, სადაც
არეულობა დაფიქსირდა.
მთლიანობაში კი ქვეყნის
მასშტაბით, 3 100-ზე მეტ
უბანზე, არჩევნები მშვიდ
გარემოში წარიმართება, რაც
არის მთავარი და
მნიშვნელოვანი.„იყო
რამდენიმე შემთხვევა,
რამდენიმე უბანი და
სამწუხაროდ, ისე
ხდებოდა-ხოლმე, რომ ერთი და
იგივე კონკრეტული
ჟურნალისტები,
დაჯგუფებები ხვდებოდნენ
ერთად და იქ ხდებოდა მაინც
და მაინც არეულობა. თუმცა,
ეს იყო მხოლოდ რამდენიმე
უბანი. მთლიანობაში,
ქვეყნის მასშტაბით, 3 100-ზე
მეტ უბანზე არჩევნები
მშვიდ გარემოში
წარიმართება, რაც არის
მთავარი და
მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა
კობახიძემ.