შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით

Primetime.ge 2 საათი წინ 3
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება.„შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“, - წერს იგი.
სრულად წაიკითხეთ სტატია