ვუერთდები საზოგადოების
უმრავლესობის შეშფოთებას -
„უსინდისო პატიმრების“,
„უსინდისო ჟურნალისტების“
და „უსინდისო
პოლიტიკოსების“ მიმართ, -
წერს პარტია „ხალხის
ძალის“ წევრი დავით
ქართველიშვილი სოციალურ
ქსელში.იგი განმარტავს, რომ
ტერმინი „სინდისის
პატიმარი“ 1960-იან წლებში
საერთაშორისო
უფლებადამცველმა
ორგანიზაციამ
შემოიღო.ანალიტიკოსის
თქმით, ორგანიზაცია ამ
ტერმინს დღემდე აქტიურად
იყენებს, თუმცა ეს ტერმინი
არ ეხება პირებს, რომლებიც
ამართლებენ ძალადობას,
ავრცელებენ სიძულვილის
პროპაგანდასა და სჩადიან
დანაშაულებს, რომლებიც
მოსაზრებით მშვიდად
გამოხატვის ნორმებს
სცდება.„კი ბატონო,
საერთაშორისო
უფლებადამცველმა
ორგანიზაცია Amnesty International-მა
ტერმინი „სინდისის
პატიმრები“ შემოიღო 1960-იან
წლებში, ის დღემდე აქტიურად
იყენებს ამ ტერმინს და
განაახლებს მის
გამოყენების
კრიტერიუმებს. მაგრამ (!)
ორგანიზაცია არ მიიჩნევს
„სინდისის პატიმრებად“ იმ
პირებს, ვინც:ამართლებს ან
იყენებს
ძალადობას;ავრცელებს
სიძულვილის
პროპაგანდას;ჩაიდინა
დანაშაულები, რომლებიც
სცდება მოსაზრებების
მშვიდობიანი გამოხატვის
ფარგლებს.აქედან
გამომდინარე მეც
ვუერთდები საზოგადოების
უმრავლესობის შეშფოთებას -
„უსინდისო პატიმრების“,
„უსინდისო ჟურნალისტების“
და „უსინდისო
პოლიტიკოსების“ მიმართ“, -
წერს დავით ქართველიშვილი
სოციალურ ქსელში.