იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

Primetime.ge 1 კვირა წინ 19
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე განხილვას.კანონპროექტით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ახლებურად განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურები. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს,უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებს 2017 წლის მდგომარეობით არსებული დებულებების აღდგენას, რომლებიც უზრუნველყოფს ხალხის წარმომადგენლობას მუნიციპალიტეტის საკრებულოებში.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, ითვალისწინებს  პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია