ოპოზიციის
წარმომადგენლები თავად
იწვევენ საკუთარი
მხარდამჭერების
იმედგაცრუებას, ამდენი
თვის განმავლობაში
ატყუებდნენ, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელმა
ირაკლი კობახიძემ
გადაცემა “იმედი
LIVE”-ში.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა,
ოპოზიციამ 2 წელი ტყუილში
აცხოვრა საკუთარი
მხარდამჭერები.„1000 კაცის
მიყვანა არ დაუგეგმავს
ოპოზიციას. შეიძლება, აქაც
დაგვაბრალონ, რომ მისული
იყო 100 ათასი და
სინამდვილეში ამ 100
ათასიდან ჩვენ გავაყალბეთ
99 ათასი შეკრების მონაწილე,
ნებისმიერი ასეთი
განცხადება არის
არასერიოზული. ისინი თავად
იწვევენ საკუთარი
მხარდამჭერების
იმედგაცრუებას. ამდენი
თვის განმავლობაში
ატყუებდნენ ამომრჩეველს.
„ფეისბუქზე“ ვნახე მათი
ერთ-ერთი წარმომადგენლის,
სალომე ზურაბიშვილის
განცხადება, რომელიც
ამბობს, 20-25 პროცენტი აქვს
„ქართულ ოცნებასო“ და
მაქსიმუმ გაყალბებით
შეიძლება, 10 პროცენტი
გააყალბოსო, ეს არის მისი
განცხადება - ატყუებდა ხო?
ის ატყუებდა, გვარამია,
სააკაშვილი, გახარია,
ხაზარაძე ატყუებდა, თან
მერამდენედ. ეს ხომ პირველი
ტყუილი არ არის. ჯერ
ატყუებდნენ, რომ
აუცილებლად იქნებოდა
რიგგარეშე არჩევნები. 2020
წლის ბოლოდან 2 წლის
განმავლობაში ატყუებდნენ
საკუთარ მხარდამჭერებს,
რომ აუცილებლად იქნებოდა
რიგგარეშე არჩევნები,
დაჟინებით ამბობდნენ ამას.
2 წელი ტყუილში აცხოვრეს
საკუთარი მხარდამჭერები,
მანამდე 2020-მდე ატყუებდნენ,
რომ მოიგებდნენ არჩევნებს -
ესეც ტყუილი. 2021-ში
არწმუნებდნენ, რომ
მოიგებდნენ არჩევნებს,
ესეც კიდევ ტყუილი, 2024
არწმუნებდნენ, რომ
მოიგებდნენ არჩევნებს, თან
ძალიან დიდი უპირატესობით.
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა
ხან 20-25 პროცენტი“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.