საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე იტალიაში
გაემგზავრა.ვიზიტის
ფარგლებში, მთავრობის
მეთაური მილანში
საქართველოს გენერალური
საკონსულოს ოფიციალური
გახსნის ცერემონიაში
მიიღებს
მონაწილეობას.პრემიერ-მინისტრი
ასევე დაესწრება
ოფიციალურ მიღებას,
რომელიც მილანში
საქართველოს გენერალური
საკონსულოს ინაუგურაციისა
და საქართველოს
დამოუკიდებლობის დღის
აღსანიშნავად
გაიმართება.ირაკლი
კობახიძე მილანში
დელეგაციასთან ერთად
გაემგზავრა, რომლის
შემადგენლობაში პირველი
ვიცე-პრემიერი,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი,
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის
მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი,
საგარეო საქმეთა მინისტრი
მაკა ბოჭორიშვილი,
კულტურის მინისტრი
თინათინ რუხაძე და
მთავრობის ადმინისტრაციის
უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
არიან.ინფორმაციას
მთავრობის ადმინისტრაციის
პრესსამსახური ავრცელებს.