დაახლოებით მილიონი
დოლარი, არასრული სამი
მილიონი ლარი სჭირდება
იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი
დააყენო რუსთაველის
გამზირზე, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ პირველი არხის
გადაცემაში - „აქტუალური
თემა“
განაცხადა.პრემიერის
თქმით, ეს ყველაფერი
აბსოლუტურად
ხელოვნურია.„დაახლოებით
მილიონი დოლარი, არასრული
სამი მილიონი ლარი
სჭირდება იმას, რომ
ყოველდღე 300 კაცი დააყენო
რუსთაველის გამზირზე.
წარმოიდგინეთ როცა
ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“,
რამდენი რესურსი აქვთ მათ
ფინანსური. წელიწადში
სჭირდება მილიონი დოლარი
იმისათვის, რომ 300 კაცი
ყოველდღე დააყენო
რუსთაველის გამზირზე.
მათთვის რა თქმა უნდა,
დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის
დაფინანსების გაუქმება,
ყველა თვალსაზრისით.
მაგრამ, როცა მილიონი
დოლარი ჰყოფნის იმას, რომ
დღეში 300 კაცი დააყენო
რუსთაველის გამზირზე, ეს
ხელოვნური მუხტი შეგიძლია
შემოინახო. აბსოლუტურად
ხელოვნურია ეს ყველაფერი.
ხვალ მომეცით მილიონი
დოლარი და 365 დღის
განმავლობაში ყოველდღე
დაგიყენებთ 300 კაცს
რუსთაველის გამზირზე“, -
განაცხადა პრემიერმა.