2012 წელს მოქმედებდა სწორედ
Deep state-ის აგენტურა
საქართველოში, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ „ღამის
კურიერში“.მთავრობის
მეთაურის თქმით, Deep state-ის
აგენტურას ყველაზე მეტად
ჩვენი ტიპის ქვეყნებში
განსაკუთრებით ახასიათებს
დემოკრატიის და ადამიანის
უფლებების სრული ხელყოფა,
მედიის მონოპოლიზება,
სიტყვის თავისუფლების
სრული ხელყოფა,
ადამიანების წამება და
ა.შ.„ისინი მოსული იყვნენ
ხელისუფლებაში 2004-დან 2012
წლამდე და ძალიან კარგად
დაგვამახსოვრეს თავი
სწორედ Deep state-ისეული
ხელწერით. რა ახასიათებს
ყველაზე მეტად Deep state-ის
აგენტურას, განსაკუთრებით
ჩვენი ტიპის ქვეყნებში - ეს
არის დემოკრატიის და
ადამიანის უფლებების
სრული ხელყოფა, მედიის
მონოპოლიზება, სიტყვის
თავისუფლების სრული
ხელყოფა, ადამიანების
წამება და ა.შ. გვახსოვს,
იგივე ქართული
„გუანტანამო“ მოაწყვეს
ჩვენს ქვეყანაში, მედიას
რაც შეეხება, რა
მდგომარეობაც არის
ევროპის მასშტაბით
მთლიანად, მონოპოლიზებული
მედია, ის რეალობა
დაამკვიდრეს
საქართველოშიც 2004-2012 წლებში
და ა.შ. ეს იყო მაშინდელი
ხელწერა, 2004-2012 წლებში
საქართველოში მოქმედებდა
Deep state-ის აგენტურა, ისინი
იყვნენ ხელისუფლებაში და
უცბათ, 2011 წლის ბოლოდან 2012
წელს ამ აგენტურას შეექმნა
საფრთხე. სწორედ ამას
უკავშირდებოდა ის, რომ ჯერ
კიდევ მაშინ ამ აგენტურამ
დაამკვიდრა ეს ტერმინი -
პრორუსული, რუსული და ა.შ.
მათ უნდოდათ, თავიდან
აერიდებინათ
ხელისუფლებიდან აგენტურის
ჩამოშორება. მე კიდევ
ერთხელ გავიხსენებ, თუ
რამდენი უბედურება
მოუტანა ამ აგენტურამ
ჩვენს ქვეყანას, თუმცა
მადლობა ღმერთს, პროცესები
სხვანაირად წარიმართა.
მაშინაც არავინ დაიჯერა ეს
გზავნილები
პრორუსულობასთან
დაკავშირებით და საბოლოო
ჯამში, მაშინაც, ისევე,
როგორც ახლა, 12 წლის თავზე, 2024
წელს ქართველმა ხალხმა
გააკეთა არჩევანი სწორედ
ეროვნული პოლიტიკური
ძალის სასარგებლოდ და არა
პრორუსული, პროდასავლური,
თუ ა.შ. ჩვენი პოლიტიკური
ძალა სწორედ ამით
გამოირჩევა. ჩვენ ვატარებთ
ეროვნულ ინტერესებს და
საბოლოო ჯამში მივყვებით
სწორედ სახელმწიფო
ინტერესებს. ეს არის
უმთავრესი ამოსავალი
წერტილი“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.