“იმედია კონტემ პსჟ-ასტონ ვილას მატჩს არ უყურა…” – რას ამბობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცელიას ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ?

Pnews 1 კვირა წინ 5
“იმედია კონტემ პსჟ-ასტონ ვილას მატჩს არ უყურა…” – რას ამბობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცელიას ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ პირველ შეხვედრას გამოეხმაურა. სკირას ყურადღების ობიექტი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ბირმინგემულ კლუბთან ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღო. პსჟ მარცხდებოდა, მაგრამ საკმარისი ძალა აღმოაჩნდა, რომ დომინანტი ყოფილიყო, შეეტია და 3:1 გაემარჯვებინა, კვარამ კი საოცარი გოლი გაიტანა. თავის დროზე, სწორედ ასეთი ბურთები დაეხმარა ნაპოლის ჩემპიონობის დასაკუთრებაში.

კვარაცხელია პარტენოპეის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მისი დაკარგვა პრობლემების მანიშნებელი სიგნალი გახლდათ. მასთან ერთად, ნაპოლი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებდა, სამი თვის შემდეგ კი მეორე ადგილზეა და ინტერს 3 ქულით ჩამორჩება. პარტენოპეის აკლია ფეხბურთელი, რომელსაც გოლების გატანა და ასისტების გაკეთება შეუძლია.

იმედი მაქვს, ანტონიო კონტემ პარი სენ-ჟერმენისა და ასტონ ვილას შეხვედრას არ უყურა და კვარაცხელიას თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური იყო, არ ნახა. იმედი მაქვს, არხი შეცვალა ან ტელევიზორის წინ საერთოდ არ დამჯდარა“.

წყარო : Crystalsport.ge

The post “იმედია კონტემ პსჟ-ასტონ ვილას მატჩს არ უყურა…” – რას ამბობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცელიას ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ? appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია