მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.
დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. შონ ო’მალი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მომენტს ეძებდა, თუმცა 34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ნიუ ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.
უცხოური გამოცემა Marca წერს, რომ მერბმა ამ გამარჯვებით 1 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა, რასაც სხვადასხვა სახის ბონუსებიც დაემატება.
The post რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის დამარცხებით ? appeared first on PNews.ge.