ზურაბ ფარჯიანი: “რევოლუცია გინდათ?” არგუმენტს რაც შეეხება – არავის უნდა რევოლუცია. და თქვენ არც შეგეკითხებათ ისტორია, მოხდება რევოლუცია თუ არა

News.ge 6 საათი წინ 3
ზურაბ ფარჯიანი: “რევოლუცია გინდათ?” არგუმენტს რაც შეეხება – არავის უნდა რევოლუცია. და თქვენ არც შეგეკითხებათ ისტორია, მოხდება რევოლუცია თუ არა
“ადგილობრივი თვითმმართველობის “არჩევნებზე”:
რატომ არ უნდა გავიდეს ოპოზიცია არჩევნებზე. ზოგადად ამ დღეებში, ვინც კი იძახის, “უნდა გავიდეთო”, ცდილობენ “რაციონალიზმზე” გააკეთონ აქცენტი. კი ბატონო, მივყვეთ რაციონალურად.
● სანქციების რეჟიმის ჩამოშლა;
თუ “ობერქოცებს” რამე ფიზიკურად სტკივათ, სანქციებია; აბა თუ დაფიქრდებით, რატომ არ ჩავარდა კალьა მიუნჰენში სტადიონზე? ხვიჩას რატომ აქვს სურათები ხაბიბსა და ისლამთან და არ აქვს კახუნასთან? შემთხვევით სანქციების ქვეშ ხომ არაა კალьა? აბა ბილეთის ფული მაგას არ გაუჭირდებოდა.
სანქციების ნაწილი უკვე მოქმედებს და დიდი ნაწილი გზაშია და ამ დროს ჩვენი საზოგადოების ზუსტად ის ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ტრიბუნიდან “რეჟიმის არალეგიტიმურობაზე”, “ქართულ კოშმარზე” და მსგავსებზე საუბრობდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას? ლოღიკა?
რომელი ევროპელი დეპუტატი თუ ამერიკელი კონგრესმენი დაუჭერს აწი მხარს სანქციებს? ან რატომ?
● თანმიმდევრულობა – სულ ვამბობ, რომ “ქოცნების” მთავარი სისუსტეა არათანმიმდევრულობა. ევროპა და ამერიკას რომ გარყვნილების ბუდედ ასაღებენ და ამ დროს შვილებს იქ უშვებენ. და ამ დროს ასეთი არათანმიმდევრულობა “ჩვენს მხარეს”? რა უნდა თქვათ? “მე მომკლეს ბაბუ”?
თურმე “კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვხადოთ რეჟიმს ნიღაბი”; რამდენი “ნიღაბის ჩამოხსნა” კმარა? როდის ჩათვლით, რომ რეჟიმს საკმარისად “ჩამოეხსნა ნიღაბი”?
ეს ყველაფერი ინგლისურად, პოპულარულ ენაზე ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს – “I’m not gay, but 20 bucks is 20 bucks”. სახის შენარჩუნებაც რომ გინდა და “კაი ბიჭობაც”.
მაგას სჯობს უბრალოდ თქვათ, რომ “ასე სჭირდება საქმეს”. ვინც გამოგყვებათ – გამოგყვებათ. ეს ცირკი მაინც არ იქნება საჭირო.
● არჩევნებში ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობა გამოიწვევს ძალიან დიდ ნიჰილიზმს და აპათიას. ჩათვალეთ რომ სიტყვა “თანამებრძოლი” აზრს დაკარგავს. ვიქნებით “თანამესუფრენი”, “თანამოაზრენი” და ნებისმიერი, მაგრამ ბრძოლაში თქვენი იმედი მე არ მექნება. სხვა მხრივ ჩვეულებრივ მოგიკითხავთ.
● მორალური მხარე – მორალური და ემოციონალური საქციელი მაინცდამაინც არარაციონალურს არ ნიშნავს. თუ ერთხელ გამოგიჭირე ტყუილში, აღარ გენდობი, თუ ერთხელ მიღალატე, სულ მექნება შენგან ღალატის მოლოდინი, შესაბამისად ამორალური ქცევა ირაციონალურია.
რას ეუბნებით იმ ხალხს ვინც სამსახურებიდან გაუშვეს ან დღე-დღეზე გაუშვებენ საკუთარი პრინციპული პოზიციის გამო? ეუბნებით რომ “ყველაფერი მოსულა”? რას ეუბნებით პატიმრებს? Памагу генацвале лет через 5? ეს ხალხი თქვენთან ერთად იდგა რუსთაველზე. მათი ჭირი, ღობეს ჩხირი?
● ან საკუთარ “სახელს” რას უშვებით? ეს იმიჯი, რომელიც წლობით ყალიბდებოდა დასპონსორებული “ფეისბუქ” პოსტებით და სატელევიზიო რეიტინგებით? ეგ ნაკლებადაა ჩემი “საქმე”, უბრალოდ მაინტერესებს.
● “რევოლუცია გინდათ?” არგუმენტს რაც შეეხება – არავის უნდა რევოლუცია. და თქვენ არც შეგეკითხებათ ისტორია, მოხდება რევოლუცია თუ არა. მეტიც, დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მოხდება, “ქოცების” პოლიტიკის გადამკიდე. მაგას ვერ აცდებით. რევოლუციაზე არაა საუბარი – ამ ეტაპზე ბოიკოტი და სანქციები არის გზა, რომელიც ყველაზე ეფექტიანია და ზუსტად ყველაზე მეტად გვარიდებს რევოლუციას.
● ამ ფარსში მონაწილეობით თქვენ რევოლუციას ვერ გადაავადებთ.
არჩევნებში თუ რამე გინდოდათ, აგერ იყო 2024 წელი; თავზე დაგახიეს და მიგიხატეს ანგარიში ტაბლოზე. ახლა უფრო უკეთ დაიცავთ ხმებს? როგორ?
სხვა თუ არაფერი, რამდენი ჩემნაირია, რომელიც მინიმუმ არჩევნებზე არ გავა? ხმები საიდან? დიდ ქალაქებს მოიგებთ? ნიძლავი – , რუსთავი, ქუთაისი, , თბილისი. ამათ ვერ მოიგებთ.
მოგიგდებენ რომელიმე რაიონულ ცენტრს – თან თავად ამას გაასაღებენ, რომ “აი ოპოზიციამ მოიგო”, ანუ ჩვენთან დემოკრატიააო; თქვენ კი იძულებული იქნებით ამტკიცოთ, რომ პირობითად წალენჯიხიდან იწყებთ “საქართველოს გათავისუფლებას”. მაგრამ ამას აღარავინ ჭამს.
აღარავინ ჭამს იმიტომ, რომ 2020 წელს, 2021 წელს თუ ნებისმიერ სხვა წლებში, ჩვენ არ გვყავდა პოლიტ. პატიმრები, ჩვენ მაინც გვქონდა რწმენა, რომ “ისე ვერ გააყალბებენ”, არ იყო არც “რუსული კანონები”, არც საარჩევნო კანონები იყო მორგებული ლადო ხინჩაგაშვილის ფეხის ზომაზე.
წარმოადგინეთ არგუმენტები და კი ბატონო. “ბაბლის თალიბანი” და მსგავსი ბოდვა დაუტოვეთ მაგ სიტყვების ავტორს. მე არგუმენტებს ვითხოვ. ემოციებისგან დაცლილ, რაციონალურ არგუმენტებს.
სხვა მხრივ, მე პრობლემა არ მაქვს. ჩვეულებრივ მოგესალმებით. არ მაქვს ყველასთან ურთიერთობის გაფუჭების თავი თქვენი ჭირიმე. უბრალოდ ისევდაისევ მეცოდინება, რომ “თანამებრძოლები” არ ვართ. ესაა და ეს.
და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და არც სტატუსებს აქვს აზრი, არც არაფერს.
მაგრამ პირობითად ბიძოს თუ არ ვეპუები, თქვენ რატომ უნდა შეგეპუოთ?
თორემ ეს სტატუსი ხვალ არავის ემახსოვრება. სტატუსები კი არა ბათუმში დამხრჩვალი ბავშვები არავის ახსოვს.
უბრალოდ დღეს ამის თქმა მინდა და გეუბნებით.
წარმატებები და ველი არგუმენტებს,” – წერს სოციალურ ქსელში კლუბ ” რა? სად? როდის?” მოთამაშე, მოაზროვნე, ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია