ილია ღლონტი: „მეგობარი აქტი“ შეჩერებულია

Primetime.ge 1 დღე წინ 2
ილია ღლონტი: „მეგობარი აქტი“ შეჩერებულია
 „მეგობარი აქტი“ შეჩერებულია, - აცხადებს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოპოზიციონერი ილია ღლონტი ვიდეომიმართვაში. ის შესაბამის პროცედურებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ აქტის „ჩუმი მოსმენა“ სამმა სენატორმა დაბლოკა.„მეგობარი აქტი“ შეჩერებულია. რას ნიშნავს ეს? როდესაც წარმომადგენელთა პალატაში და სენატის საგარეო კომიტეტი დაამტკიცებს რაღაც აქტს, რომელიც არის ორპარტიული, მას საჯარო დებატი და სენატში განხილვები არ სჭირდება და ისე გადის ხოლმე პირდაპირ კანონად. თუმცა, ამ შემთხვევაში საჭიროა თანხმობა, სენატში ე.წ. ჩუმი თანხმობა, რომელსაც ვერ მიაღწიეს. სამმა სენატორმა დაბლოკა კანონი, „ჩუმი მოსმენა“ და შესაბამისად, იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ გავიდეს სენატში, აუცილებელია, რომ ჩაინიშნოს სხდომა, სადაც გაიმართება დებატები კანონის ირგვლივ და ამის გაკეთება მხოლოდ სენატში მაღალჩინოსნებს შეუძლიათ.ეს პროცესი იქნება უფრო გრძელვადიანი, იმედი გვაქვს, რომ ეს განხორციელდება და ამისთვის არის საჭირო ძალიან დიდი ზეწოლა, მათ შორის ამერიკის სენატში. ეს უკვე პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელია და აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს ჩვენი მხრიდან, რომ მოხდეს დაინტერესება ამერიკელი სენატორებისა ამ აქტის მხარდაჭერაში და იმაში, რომ ადმინისტრაციული ნაწილი შესრულდეს ისე, როგორც საჭიროა. მე ეწვი მეპარება, რომ შესაძლებელი იქნება იმ სამი კონგრესმენის დათანხმება, რომ გაიწვიონ ის ვეტო, რომელიც მათ დაადეს”, - ამბობს ილია ღლონტი.
სრულად წაიკითხეთ სტატია