დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: საქართველო კი არ დაშორდა ევროატლანტიკურ კურსს, ევრობიუროკრატია დაშორდა ევროპულ ღირებულებებს. ასე საზარბაზნე ხორცად სხვა ერების გამოყენება „დიფ სთეითის“ მიზნებისთვის ამორალურია

Primetime.ge 17 საათი წინ 5
დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: საქართველო კი არ დაშორდა ევროატლანტიკურ კურსს, ევრობიუროკრატია დაშორდა ევროპულ ღირებულებებს. ასე საზარბაზნე ხორცად სხვა ერების გამოყენება „დიფ სთეითის“ მიზნებისთვის ამორალურია
საქართველო კი არ დაშორდა ევროატლანტიკურ კურსს, ევრობიუროკრატია დაშორდა ევროპულ ღირებულებებს. ასე „პროქსი ქვეყნად“, საზარბაზნე ხორცად სხვა ერების გამოყენება იმ მიზნებისთვის, რა მიზნებიც „დიფ სთეითს“ გააჩნია ამორალურია, - ასე შეაფასა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება.მისი თქმით, საქართველო დიდ ბრიტანეთს სხვა ღირებულებებით იცნობს და დღევანდელი რეალობა სამწუხარო მოცემულობაა.„ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებს“ ჰქვია ამ ყველაფერს, როდესაც, რაღაცას სინანულის ამპლუაში ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ძალიან მძიმე პროცესის გაგრძელებას, რომელიც დღეს და გუშინ სამწუხაროდ არ დაწყებულა და დაიწყო კიდევ უფრო ადრე. ბრიტანეთის ელჩის ეს განცხადებაც არის სწორედ ამის მანიშნებელი. ჰიბრიდული საფრთხეები, ის საფრთხეები, რომელიც ზოგადად მსოფლიოში არსებობს, არის არახალი პრობლემა ჩვენთვის. ასევე, სამწუხაროდ არახალი მოცემულობა, რაც მომდინარეობს იმ ძალებისგან ვისაც საქართველოში მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება არ სურს.ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბარი შეერთებულ შტატებში არჩევნების დროს, როგორ აბრალებდნენ დონალდ ტრამპს რუსეთთან კავშირს. როგორ ცდილობდნენ მას პრორუსი იარლიყი ჰქონოდა და ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ ახლახან ვიგებთ შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელისგან, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილზე აგებული და ამ ჰიბრიდული საფრთხეების ეს დამოკლეს მახვილი იყო ძალიან ოსტატურად „დიფ სთეითის“ მიერ გამოყენებული იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის.დღეს, როდესაც ჩვენ ერთი მხრივ ძალიან კარგად ვხედავთ, რას აკეთებს რეალურად ევრობიუროკრატია, მათ შორის სამწუხაროდ, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ამ გამოწვევების მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანას წინ უდგას, როცა ძალიან კარგად იციან თუ რისთვის და რაში ჭირდება საქართველო „დიფ სთეითს“. რატომ არის ასეთი გამორჩეული ყურადღება საქართველოზე გადატანილი თითქოს მეტი საქმე ან ევროპარლამენტში არ არის ან ბრიტანეთის ელჩს არ აქვს, რომ აი, ასე რაღაცა სინანულის ცრემლებით სურს ქართველი ხალხის გულის მოგება. ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინაში, სანამ ომი გაგრძელდება ჩვენი ქვეყანა არის ძალიან აქტუალური საკითხი. ეს არახალი ამბავია და ამის შესახებ მარტო საქართველოში არ საუბრობენ.დღეს გაიხსნა სამხედრო სწავლება ნატოს ეგიდით საქართველოში „მრავალეროვანი“ და აქ ბრიტანეთის ელჩი გველაპარაკება თუ როგორ დაშორდა საქართველო ევროატლანტიკურ კურსს. სიმართლე არის შემდეგში, რომ საქართველო კი არ დაშორდა ევროატლანტიკურ კურსს, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია დაშორდა იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ერებს შორის მეგობრობის, პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტზე იყო აგებული და ასე „პროქსი ქვეყნად“, საზარბაზნე ხორცად სხვა ერების გამოყენება იმ მიზნებისთვის, რა მიზნებიც „დიფ სთეითს“ გააჩნია არის ერთი მხრივ ძალიან მძიმე მოცემულობა, მეორე მხრივ ამორალური და მესამე მხრივ საერთოდ არ ესადაგება მეგობრობის არანაირ ხედვას.ჩვენ დიდი ბრიტანეთი სხვა დემოკრატიული ღირებულებების და კულტურული ღირებულებების ქვეყნად ვიცით და ასე იქნება, მიუხედავად იმ ტექსტისა, რაც ბრიტანეთის ელჩმა გამოაქვეყნა. თუმცა დღევანდელი მოცემულობა სამწუხაროდ საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ის, რაც ჩანს არა მხოლოდ ბრიტანეთის ელჩისგან, ევრობიუროკრატიის გამახვილება ყურადღებისას, ეს ალესილი მახვილ, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მომართული, საბოლოო ჯამში თუ ისევ ქარქაშში არ ჩაეგო და ჩვენ მეგობრობის პლაცდარმზე არ გადავეწყვეთ, ნამდვილად იქნება ეს იმ ევროსკეპტიციზმის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების საფუძველი, რომელიც სამწუხაროდ ევრობიროკრატიის მეცადინეობით საქართველოში არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერ-მედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.“
სრულად წაიკითხეთ სტატია