ლევან ნიკოლეიშვილი: სამწუხაროდ, ევროპარლამენტი გადაიქცა კორუმპირებულ, ხელმოცარულ პოლიტიკოსების გაერთიანებად, რომლებიც ნებისმიერ საფასურად ისეთ რეზოლუციას დაწერენ, როგორი შეკვეთაც ექნებათ

Primetime.ge 17 საათი წინ 20
ლევან ნიკოლეიშვილი: სამწუხაროდ, ევროპარლამენტი გადაიქცა კორუმპირებულ, ხელმოცარულ პოლიტიკოსების გაერთიანებად, რომლებიც ნებისმიერ საფასურად ისეთ რეზოლუციას დაწერენ, როგორი შეკვეთაც ექნებათ
სამწუხაროდ, ევროპარლამენტი გადაიქცა კორუმპირებულ, ხელმოცარულ პოლიტიკოსების გაერთიანებად, რომლებიც ნებისმიერ საფასურად ისეთ რეზოლუციას დაწერენ, როგორი შეკვეთაც ექნებათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.„იმ ბრალდების დაყენება საპირწონედ, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ან „გამჭვირვალობის კანონს“ არ გააუქმებთ, ჩვენ ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ, ეს არის მუქარა და შანტაჟი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. თუ ევროკავშირს არ უნდა ჩვენთან შანტაჟისა და მუქარის გარეშე საუბარი, მაშინ ჩვენც გვაქვს ჩვენი პირადი, ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები და ამათზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია