საქართველოს ხელისუფლება
როგორც მანამდე, დღესაც და
მომავალშიც გააგრძელებს
მზადყოფნას, სტრატეგიულ
პარტნიორთან ჰქონდეს ღია,
გულწრფელი დისკუსია იმ
საკითხებთან
დაკავშირებით, რომელიც
არსებობს აშშ-სა და
საქართველოს შორის, - ამის
შესახებ საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა ილია
დარჩიაშვილმა
ჟურნალისტებთან საუბარში
განაცხადა.საგარეო
საქმეთა მინისტრის თქმით,
დიალოგს, აზრების
ურთიერთგაცვლას არ აქვს
ალტერნატივა.“ჩვენ ძალიან
ვწუხვართ, რომ მსგავსი
ტიპის გადაწყვეტილება
იქნა მიღებული.
საქართველოს ხელისუფლება
როგორც მანამდე, დღესაც და
მომავალშიც გააგრძელებს
მზადყოფნას და მზაობას,
ჰქონდეს სტრატეგიულ
პარტნიორთან ღია,
გულწრფელი დისკუსია იმ
საკითხებთან
დაკავშირებით, რომელიც
არსებობს ორმხრივ
ფორმატში, აშშ-სა და
საქართველოს შორის. ჩვენ
ყოველთვის გამოვხატავდით
მზადყოფნას ღია, გახსნილი,
გულწრფელი დიალოგის და
დღესაც იგივე პოზიციას
ვინარჩუნებთ მიუხედავად
ამ ძალიან სამწუხარო
გადაწყვეტილებისა,
რომელიც იქნა მიღებული.
ჩვენ მზაობას გამოვხატავთ,
რომ გვქონდეს ღია დისკუსია
ჩვენს სტრატეგიულ
პარტნიორთან ვინაიდან
მიგვაჩნია, რომ დიალოგს,
აზრების ურთიერთგაცვლას
არ აქვს
ალტერნატივა.არსებობს
საკითხები, როდესაც
ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა
შეხედულებები ზოგადად და
დიალოგი, პარტნიორობა და
მეგობრობა ჩვენ ვიცით
სწორედ ამ მიმართულებით,
როდესაც არის ღია,
გულწრფელი საუბარი. ჩვენ
ამისთვის კვლავ
გამოვხატავთ მზაობას
რადგან მიგვაჩნია, რომ
დიალოგი არის ერთ-ერთი გზა
იმისთვის, რომ
სტრატეგიულმა
პარტნიორებმა ისაუბრონ
ურთიერთობების
გაღრმავებაზე და
განვითარებაზე. თუმცა,
საქართველოში, ვწუხვარ, რომ
ზოგიერთი მედია საშუალება
კვლავ დაკავებულია
ტყუილის ტირაჟირებით,
რომელიც კიდევ ერთხელ
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან
აზარალებს საქართველოს
საგარეო პოლიტიკას. ყველას
მინდა მოვუწოდო, რომ
ტყუილის ტირაჟირებით
ძალიან ზიანდება ქვეყანა
და იმოქმედონ იმ
სტანდარტებით, რომელიც
არის ჟურნალისტიკაში. ეს
ტყუილები არის ერთდღიანი,
ორდღიანი და საბოლოო ჯამში
ვხედავთ, რომ ამას ეფექტი
არ აქვს გარდა იმისა, რომ
ზიანდება ქვეყნის
ინტერესები. ვფიქრობ და
დარწმუნებული ვარ, რომ
პარტნიორებმა, რომლებმაც
მიიღეს ეს გადაწყვეტილება,
მათ ექნებათ შესაძლებლობა,
რომ კიდევ ერთხელ
გადახედონ ამ
გადაწყვეტილებას. მინდა
დავაფიქსირო, რომ
საქართველოს ხელისუფლება
ყოველთვის მზად არის
დიალოგისთვის, რადგან
მიგვაჩნია, რომ სტრატეგიულ
პარტნიორებს შორის
დიალოგი არის ერთადერთი
გზა, განსაკუთრებით
დიპლომატიაში საუბარი,
ურთიერთობებში არსებული
საკითხების განხილვას არ
აქვს არანაირი
ალტერნატივა”,-განაცხადა
ილია დარჩიაშვილმა.