თურმე, საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე შემაკავებელი ყოფილა ის, რომ ვზრუნავთ ჩვენს მომავალ თაობებზე და ვზღუდავთ იმ აგრესიულ, ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას, რამაც დასავლეთში არაერთ ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა - ვატო შაქარიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 76
თურმე, საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე შემაკავებელი ყოფილა ის, რომ ვზრუნავთ ჩვენს მომავალ თაობებზე და ვზღუდავთ იმ აგრესიულ, ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას, რამაც დასავლეთში არაერთ ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა - ვატო შაქარიშვილი
თურმე, საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე შემაკავებელი ყოფილა ის, რომ ვზრუნავთ ჩვენს მომავალ თაობებზე და ვზღუდავთ იმ აგრესიულ, ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას, რამაც დასავლეთში არაერთ ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა და ამას კვლევები აჩვენებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.მან საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს და რომელთა პოლიტიკური ინტერესიც არის ლგბტ დიქტატის დამყარება მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ამიტომ არის ასეთი მძაფრი რეაქცია ევროკავშირისგან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღბულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან იმისთვის, რომ თუნდაც, მოჩვენებითად დავწინაურდეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? „მოჩვენებით“ - შემთხვევით არ ვამბობ, რადგან არავინ აპირებს ჩვენს ბლოკში გაწევრიანებას, მით უმეტეს, ჩვენი სუვერენიტეტით, ტრადიციული ღირებულებებითა და ქრისტიანული მორალით. ამას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ოლაფ შოლცმა იმ განცხადებით, რომ თურმე, საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე შემაკავებელი ყოფილა ის, რომ ვზრუნავთ ჩვენს მომავალ თაობებზე და ვზღუდავთ იმ აგრესიულ, ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას, რამაც დასავლეთში არაერთ ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა და ამას კვლევები აჩვენებს“, - განაცხადა შაქარაშვილმა.საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადება გაავრცელა. „კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია