თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს - რამაზ საყვარელიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 56
თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს - რამაზ საყვარელიძე
თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს. ყველაფერთან ერთად, ჩინეთს გაეხსნება კავკასიური დერეფანი, რასაც ასე აპროტესტებს ამერიკა. ამიტომ, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.მან საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა. კითხვაზე, არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან უმეტესი მათგანი 5-%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. რა უნდათ და რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიებმა, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, საყვარელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს სურთ შესვლა პოლიტიკურ არენაზე, ცნობადობა, ბრძოლის გამოცდილება, რასაც დაბალი პროცენტიც იძლევა.„მივესალმები ამ სურვილს, თუ მერე დაფიქრდებიან მეტი შედეგი რატომ ვერ მიიღეს.არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვაშინგტონიდან და ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ კრიტიკული გზავნილები მიიღო.კრიტიკული შენიშვნების ჩამონათვალი იმდენად გრძელია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი საფიქრალი ახლა უკავშირდება იმას, აღიარებს თუ არა ევროპა და აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს ის შემთხვევაა, როცა არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება არც დასავლეთის და არც რუსეთის ინტერესებში არაა.ამ თვალსაზრისით, დღეისათვის, რეალურად, 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად აღიარების, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს? - უკვე ვახსენე, რომ თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს. ყველაფერთან ერთად, ჩინეთს გაეხსნება კავკასიური დერეფანი, რასაც ასე აპროტესტებს ამერიკა. ამიტომ, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია