კალა-ლასდილის მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია, - ინფორმაციას
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი
ავრცელებს.„საქართველოს
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვის და
ზვავსაშიშროების გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ178-კმ192
(კალა-ლასდილი) მონაკვეთზე,
დროებით იზღუდება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, გზის კმ30-კმ177
(ჯვარი-კალა) მონაკვეთზე
შეზღუდულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
გადაადგილება, ხოლო
დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.საავტომობილო
გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.