პოეტი თინათინ
მღვდლიაშვილი
ტელეკომპანია „ფორმულას"
ერთ-ერთი დამფუძნებლის და
ტელეწამყვანის, მიშა
მშვილდაძის მიერ მის
მიმართ განხორციელებულ
მუქარაზე სოციალურ ქსელში
პოსტს აქვეყნებს. როგორც
პოეტი აღნიშნავს, 1
დეკემბერს ფეისბუკ
გვერდზე გამოაქვეყნა
წერილი, სადაც რუსთაველის
გამზირზე მიმდინარე
მოვლენებზე საუბრობდა.
მისივე თქმით, მიშა
მშვილდაძე, დაემუქრა, რომ
მალე დინგში მოხვდებოდა
წერილის ავტორს და მისი
შეურაცხმყოფელი კომენტარი
მოიწონა დეკანოზმა, ილია
ჭიღლაძემ.„მე გახლავართ
პოეტი თინათინ
მღვდლიაშვილი. ჩემს
ლექსებზე შექმნილია
ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი
ავლესოთ, ქართველებო!'',
,,მარტოხელა, მარტოსულო
ქალბატონო", ,,აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება",
,,ჭრელ კაბაში დაგაბეროს
ღმერთმა"და სხვა.1
დეკემბერს, ჩემს
ფეისგვერდზე გამოვაქვეყნე
წერილი ,,მე რომ შემეძლოს,
საქართველოს
გადავმალავდი" და
რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე შემზარავი
მოვლენები ჩემეული ხედვით
შევაფასე. წერილს დიდი
გამოხმაურება მოჰყვა, მათ
შორის ე. წ. ოპოზიციის
მხრიდან, ანუ ტროლები,
ბოტები და ფერადი ჭინკებიც
შემოესივნენ. ხანგრძლივი
დროის მანძილზე
მაგინებდნენ, მწყევლიდნენ
და მემუქრებოდნენ.
მაგინებელთა შორის
გახლდათ ვინმე მიშა
მშვილდაძეც, რომელიც
დამემუქრა, რომ მალე დინგში
მომხვდებოდა! ( სამწუხაროდ,
მისი შეურაცხმყოფელი
კომენტარი მოიწონა ვინმე
დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ).
მშვილდაძე დამემუქრა და
შემდეგ დამბლოკა.
ოპოზიციას, რომელსაც მხარს
უჭერს ვინმე მშვილდაძის
მსგავსი ცოცხალი
ორგანიზმი, არც მომავალი,
არც გამარჯვება და, არც
აწმყო არ გააჩნია. მიშას
ვინაობა მოგვიანებით
დავაზუსტე, რადგან ეს
სახელი და გვარი ჩემთვის
არაფერს წარმოადგენდა.
სირცხვილი მას! თინათინ
მღვდლიაშვილი პოეტი,
მხატვარი ზვიად
გამსახურდიას და
გალაკტიონის პრემიის
ლაურეატი.მუქარა
დანაშაულია! საზოგადოებამ
უნდა იცოდეს ამ ფაქტის
შესახებ“, - წერს თინათინ
მღვდლიაშვილი.