ჯერ კიდევ საქართველოს
პრეზიდენტად წოდებულმა
ქალბატონმა ხელი არ
მოაწერა პარლამენტის მიერ
მიღებულ კანონს ლგბტ
პროპაგანდის აკრძალვის
შესახებ. მძიმე
მდგომარეობაში
ჩავარდნილმა (პ)რეზიდენტმა
თითქმის 2 კვირის ფიქრის
შემდეგ ვერც ხელის მოწერა
და ვერც ვეტოს დადება
გაბედა ამ კანონზე, - წერს
სოციალურ ქსელში „ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს"
წევრი, ნანა
კაკაბაძე.„კანონზე
ხელმოწერა დასავლეთში
მყოფ სალომეს შეფებს არ
მოეწონებოდათ, ხოლო ვეტოს
დადება - საქართველოს
მოქალაქეთა
უმრავლესობისთვის
იქნებოდა მიუღებელი და
თავისი მოკლე ჭკუით
სალომემ იფიქრა,
დასავლეთის
კეთილგანწყობასაც
შევინარჩუნებ და
ქართველების
უმრავლესობასაც არ
გავაღიზიანებო, მაგრამ ორი
კურდღლის მდევარმა
(პ)რეზიდენტმა ამ
შემთხვევაში ორივე მხარე
გააღიზიანა.კანონი თუ
მისთვის მიუღებელი და
უფლებების შემლახავად
მიაჩნდა, მაშინ მას სრული
შესაძლებლობა ჰქონდა, მისი
ძალაში შესვლა დაებლოკა
ვეტოს დადებით, მით უმეტეს,
რომ ამ ვეტოს დაძლევის
შესაძლებლობა პარლამენტს
აღარ ექნებოდა, რადგან ამ
პარლამენტს არჩევნებამდე
სხდომის ჩატარების, ანუ
ვეტოს დაძლევის
შესაძლებლობა აღარ ჰქონდა.
ამიტომ
ლიბერალ-ფაშისტების
რიგებში ბუნებრივად
იბადება კითხვა: ჩვენო
იმედო, ქალბატონო, თუ თქვენ
ნამდვილად ჩვენიანი ხართ
და ნამდვილად არ გინდათ ეს
სექსუალური უმცირესობების
უფლებების შემზღუდავი
„საშინელი და
მომაკვდინებელი“ კანონი
მუშაობდეს საქართველოში,
რატომ არ დაადე ვეტო და
რატომ არ აღმოფხვერი მისი
კანონად ქცევის
შესაძლებლობა?მეორე მხრივ,
საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობაც „უმადური“
დარჩა იმით, რომ სალომემ
ვეტო არ დაადო კანონს,
რადგან ტრადიციული
ღირებულებების
დამცველებისთვის მთავარი
ის იყო, რომ მან კანონს ხელი
არ მოაწერა, რითაც პირდაპირ
თქვა, რომ ის ამ საკითხში
ლიბერალ-ფაშისტების
მხარესაა, ანუ მიაჩნია, რომ
ამ კანონით აკრძალული
ერთნაირსქესიანებს შორის
სექსუალური ურთიერთობის
ან სქესის შეცვლის
პროპაგანდა დასაშვები
უნდა იყოს.სამაგიეროდ
ჩვენი სახეგაბადრული
(პ)რეზიდენტი ბედნიერია
იმით, რომ ევროპაში
სხვადასხვა ქვეყნების
პრეზიდენტები და
ევროსტრუქტურის
ხელმძღვანელები ღიმილით
ხვდებიან, ხელს ართმევენ და
გამამხნევებელ სიტყვებსაც
ეუბნებიან. ამას კი იმიტომ
აკეთებენ, რომ სწორედ ამ
ქალბატონის იმედი აქვთ
ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობის უმრავლესობის
ნების იგნორირებით
საქართველოს
ხელისუფლებაში მათთვის
მისაღები და მორჩილი
პოლიტიკური ძალების
მოყვანის დაგეგმილი
ოპერაციის წარმატებით
განხორციელების საქმეში.
თუმცა, არ იციან, რომ მათაც
და მათ ფავორიტ მადამ
რეზიდენტსაც დიდი
იმედგაცრუება ელოდებათ 26
ოქტომბრის შემდეგ
დაგეგმილი სპეცოპერაციის
ჩაშლით“, - წერს კაკაბაძე.