თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა

Alia 3 კვირის წინ 44
თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა

თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summitდაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე ტენდენციებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობით, თიბისის გუნდის წევრებს ინფორმაციის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.

სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ნილ ფორდი იყო, რომელიც კომპანია Thoughtworks-ის თანამშრომელია. თიბისიმ 2023 წელს სწორედ Thoughtworks-თან აიწყო პარტნირობა, რაც რეგიონის მასშტაბით, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

დეველოპერებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მიცემით, თიბისი, ერთი მხრივ, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე, მეორე მხრივ კი, –კომპანიის წარმატებასა და ინოვაციურობაზე ზრუნავს. Global Software Architecture Summit-ზემიღებული გამოცდილება თიბისის ტექნოლოგიურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

(R)

The post თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია