ცალსახად, გადაჭრით და
პირდაპირ ითქვა, რომ
„ქართული ოცნების“
მერობის კანდიდატი კახა
კალაძე იქნება. ასე, რომ
ალბათ ამ თემაზე დისკუსია
უნდა დაიხუროს, – ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
თენგიზ შარმანაშვილმა
განაცხადა.შარმანაშვილს
კითხვა დაუსვეს, როგორ
შეაფასებდა ოპოზიციაში
გაკეთებულ განცხადებებს,
რომ „ქართული ოცნება“ კახა
კალაძეს თუ დაასახელებს,
მათ კანდიდატის
დასახელება
გაუმარტივდებათ, რაზეც
შარმანაშვილმა
უპასუხა:„დაასახელონ
გამარტივებულად კანდიდატი
და შემდეგ ამ კანდიდატზე
ყველამ ერთად ვიცინოთ“.