თენგიზ შარმანაშვილი: ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რაც დღეს ჟღერდა კონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა ის გზავნილები, რომლებიც მხოლოდ ამ კონფერენციაზე არ გაუხმოვანებია, წლებია „ქართული ოცნება“ ამას ამბობს

Primetime.ge 3 დღის წინ 14
თენგიზ შარმანაშვილი: ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რაც დღეს ჟღერდა კონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა ის გზავნილები, რომლებიც მხოლოდ ამ კონფერენციაზე არ გაუხმოვანებია, წლებია „ქართული ოცნება“ ამას ამბობს
ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რაც დღეს ჟღერდა კონფერენციაზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის შეფასებისას.თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა ის გზავნილები, რომლებიც მხოლოდ ამ კონფერენციაზე არ გაუხმოვანებია.„წლებია ჩვენ ამ თემებზე ვლაპარაკობთ, წლებია „ქართული ოცნება“ ამას ამბობს, რომ ხდება უხეში ჩარევა და იმ საფარველ ქვეშ, რომ თითქოს საქართველოში დემოკრატიის განვითარება უნდათ, ის ფონდები, რომელ ფონდებზეც არის ლაპარაკი ფარულად, არამიზნობრივად აფინანსებენ პოლიტიკურ ჯგუფებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის მთავარი ამოცანაც არის არეულობის შეტანა ამა თუ იმ ქვეყანაში და შესაბამისად, სუვერენიტეტში შეზღუდვა. ისეთი ხელისუფლებების მოყვანა ძალადობრივი გზით, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებდნენ „დიფ სთეითის“ ნებისმიერ მითითებას.ამ ბრძოლაში რამდენიმე ქვეყანა ვიყავით და ვიყავით მარტო. ამაზე საუბრობდა დღეს ორბანი, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ამ ბრძოლას შემოუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთი უფრო ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო გავლენის, ასევე პოლიტიკური გავლენის ქვეყანა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. იქ ხელისუფლებაში მოვიდა ტრამპი თავის გუნდთან ერთად, რომელიც წლების შემდეგ იმავე თემებზე საუბრობს და იმავე მიმართულებებით, რაზედაც ორბანი საუბრობდა მთელი ამ წლების განმავლობაში და რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამდენი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია