უკრაინის პრეზიდენტმა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
რუსეთის აეროდრომებზე
განხორციელებული შეტევის
დეტალები გაამხილა.
ოპერაცია „ობობას ქსელზე“
მან ტრადიციულ ღამის
მიმართვაში
ისაუბრა.„თამამად
შეიძლება ვთქვათ, რომ ეს
აბსოლუტურად უნიკალური
ოპერაცია იყო. ყველაზე
საინტერესო - და უკვე
საჯაროდ შეიძლება ითქვას -
ჩვენი ოპერაციის ოფისი
რუსეთის ტერიტორიაზე
მდებარეობდა, პირდაპირ „ეფ
ეს ბეს“ სამმართველოს
გვერდით, მათ ერთ-ერთ ოლქში.
ოპერაციაში სულ 117 დრონი
გამოიყენეს და შესაბამისი
რაოდენობის დრონების
ოპერატორი მუშაობდა.
დაზიანდა სტრატეგიული
კრეისერული რაკეტების
მატარებელთა 34% ბაზირების
აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი
მოქმედებდა რუსეთის
სხვადასხვა რეგიონში, 3
საათობრივ ზონაში. ჩვენი
ადამიანები ოპერაციამდე
რუსეთის ტერიტორიიდან
გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც
დაგვეხმარნენ, ახლა
უსაფრთხოდ არიან“, -
განაცხადა
ზელენსკიმ.დრონებით
თავდასხმა რუსეთის
სამხედრო აეროპორტებზე
გუშინ განხორციელდა.
უკრაინული მხარე 40
განადგურებული
ბომბდამშენზე საუბრობს,
რუსეთში კი მომხდარს
„ტერაქტი“ უწოდეს.