ყველა მიმართულება იქნება
მოცული დაწყებული
ციხეებით, გაგრძელებული
ქონების ჩამორთმევის
საკითხებით, - განაცხადა
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი დროებით
საგამოძიებო კომისიის“
ხელმძღვანელმა,
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა თეა
წულუკიანმა.„[კომისიის]
მიზანი არის შევაფასოთ, ვინ
მართავდა სახელმწიფოს 2003-2012
წლებში, როგორ მართავდა, რა
მიზნით მართავდა და რა
პირობებში გადააბარა
სახელმწიფო იმ ძალამ,
რომელიც „ნაციონალური
მოძრაობის“ სახით
მართავდა ჩვენს ქვეყანას.
ყველა მიმართულება იქნება
მოცული დაწყებული
ციხეებით, გაგრძელებული
ქონების ჩამორთმევის
საკითხებით, საჯარო
მოხელეებს როგორი
ეპყრობოდნენ, როგორ
ატარებდნენ არჩევნებს, ეს
ჩვენთვის ძალიან
საინტერესო იქნება, როგორ
აწარმოებდნენ
საერთაშორისო დავებს -
ზედაპირულად, განზრახ, თუ
ზედაპირულად
გაუფრთხილებლობით.ასევე
ჩვენთვის ძალიან
საინტერესო იქნება ვინ და
რატომ გაწირა ქართული ჯარი,
რომლის უფლებების
დაცვასაც „ქართულმა
ოცნებამ“ წლები მოანდომა
ჰააგაში. სად არის
შესაბამისი
მტკიცებულებების
სხვადასხვა საქმეზე, რატომ
იქნა ქვეყნიდან გატანილი
ზოგიერთი მტკიცებულება
მაგალითად რუსეთის მიერ
გორში ჩამოგდებული
ისკანდერი რატომ გაიტანეს
ქვეყნიდან“, - აღნიშნა
წულუკიანმა.