სახელმწიფო მინისტრმა თეა
ახვლედიანმა სახელმწიფო
სტრატეგიის 2024 წლების
საქმიანობის ანგარიში და
2025-26 წლების სამოქმედო
გეგმის პროექტი
სამოქალაქო თანასწორობისა
და ინტეგრაციის
სამთავრობო კომისიას
წარუდგინა.კომისიის
სხდომაზე განხილეს
ძირითადი სტრატეგიული
პრიორიტეტის ფარგლებში
გათვალისწინებული
მიზნებისა და ამოცანების
შესრულების პროცესი, 2024
წელს მიღწეული ძირითადი
შედეგები და სამომავლო
ხედვა სამოქმედო გეგმის
მომდევნო ორწლიანი ციკლის
ფარგლებში.როგორც
სახელმწიფო მინისტრმა
აღნიშნა, სამოქალაქო
თანასწორობისა და
ინტეგრაციის სახელმწიფო
პოლიტიკის ფარგლებში
გაწეული ძალისხმევისა და
საქმიანობის შედეგად,
ეთნიკური უმცირესობების
ინტეგრაციის ხარისხი
ეტაპობრივად უმჯობესდება,
რაც არსებული
საჭიროებების გადაჭრის
კომპლექსურ უწყებათაშორის
მიდგომას ეფუძნება.2024 წლის
საქმიანობის
კონსოლიდირებული
ანგარიშის დამტკიცების
შემდგომ დოკუმენტი
გასაჯაროვდება სახელმწიფო
მინისტრის აპარატის
ვებგვერდზე და
ხელმისაწვდომი იქნება
ყველა დაინტერესებული
პირისთვის, ხოლო
„სამოქალაქო
თანასწორობისა და
ინტეგრაციის სახელმწიფო
სტრატეგიის“ 2025-2026 წლების
სამოქმედო გეგმა
საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად
წარედგინება.„დღეს, ჩვენ
შევაჯამეთ გასული წლის
საქმიანობის შედეგები და
ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ
ეთნიკურ უმცირესობებთან
მიმართებით სამოქალაქო
ინტეგრაციის განვითარების
ტენდენციები. ასევე,
შევაჯერეთ მომდევნო ორი
წლის კონსოლიდირებული
სამოქმედო გეგმის პროექტი,
რომელიც ჯერ კიდევ
არსებული საჭიროებების
კომპლექსური გაანალიზების
გზით, ყველა შესაბამისი
სახელმწიფო უწყების
ერთობლივი ძალისხმევითა
და სამოქალაქო
საზოგადოების მხრიდან
მიღებული რეკომენდაციების
საფუძველზე შემუშავდა.
ამასთან, გეგმის პროექტი
განთავსებულ იქნა
სახელმწიფო მინისტრის
აპარატის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე, რითაც
უზრუნველყოფილი იყო ყველა
დაინტერესებული
შესაბამისი პირის მხრიდან
მოსაზრებების წარმოდგენის
შესაძლებლობა.
ურთიერთდაკავშირებული
სტრატეგიული მიზნების
მისაღწევად, ჩვენი
სამომავლო საქმიანობის
უცვლელ პრიორიტეტებად
დარჩება: სახელმწიფო ენის
ცოდნის დონის ამაღლების,
ხარისხიან განათლებაზე
ხელმისაწვდომობის,
ეკონომიკური ინტეგრაციის,
მონაწილეობისა და
კულტურათაშორისი დიალოგის
კუთხით, მდგრადი შედეგების
მიღწევა“, - განაცხადა
სახელმწიფო მინისტრმა თეა
ახვლედიანმა.ინფორმაციას
სახელმწიფო მინისტრის
აპარატი ავრცელებს.