გულითადად გილოცავთ
საქართველოს
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის
დღეს, 26 მაისი არის
ნამდვილად პატრიოტული
სულისკვეთებით აღსავსე,
მშვიდობის და
თავისუფლების, ქვეყნის
სუვერენიტეტის
განმტკიცების იდეით
დატვირთული დღე,
რამდენადაც ის
უკავშირდება ქვეყნის
ისტორიულ მონაპოვარს და
ეროვნულ ღირებულებებს, -
განუცხადა „ქრონიკას“
შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრმა თეა
ახვლედიანმა.„ამდენად,
დღევანდელი დღე ნამდვილად
არის განსახიერება ჩვენი
მრავალსაუკუნოვანი
ისტორიის. ჩვენი
მრავალფეროვანი
ტრადიციებისა და კულტურის,
იმ ღირსების,
ტოლერანტობისა და
დიდსულოვნების, რამაც
შექმნა ჩვენი უნიკალური
იდენტობა და დაგვაძლევინა
დღემდე არაერთი გამოწვევა,
ქარტეხილი. დღევანდელი დღე,
ასევე საქართველოს
მომავლის რწმენის დღეა,
რასაც განამტკიცებს ჩვენი
ერთობლივი და ინტენსიური
ძალისხმევა ვემსახუროთ
ჩვენს სამშობლოს.
ღირსეულად აღვასრულოთ
ქვეყნის საშინაო თუ
საგარეო კუთხით
გაცხადებული და
დამსახურებული მიზნები.
სწორედ ამ გზით, მე მჯერა,
რომ შევძლებთ
გავამთლიანოთ ჩვენი
ქვეყანა მშვიდობით და
აღვადგინოთ ჩვენი
საზოგადოების დროებით
დაშორებული აფხაზი და ოსი
წევრების
ურთიერთპატივისცემასა და
ნდობაზე დამყარებული
თანაცხოვრება ერთიან და
ძლიერ საქართველოში“, -
აღნიშნა თეა
ახვლედიანმა.მან ასევე
უპასუხა „ქრონიკის“
კითხვას, თუ რას აკეთებს
სახელმწიფო იმისთვის, რომ
ეს შერიგება
დადგეს.„პირველ რიგში,
შერიგებისა და ჩართულობის
სახელმწიფო პოლიტიკისა და
სამშვიდობო ინიციატივების
ფარგლებში ჩვენ
ვახორციელებთ საოკუპაციო
ხაზს მიღმა დარჩენილი
ჩვენი თანამემამულეების
მხარდაჭერას. მათი
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესების
ხელშეწყობას და ვცდილობთ,
რა თქმა უნდა, რომ
სხვადასხვა ინიციატივით
და სხვადასხვა პროგრამით,
მათთვის შევქმნათ იგივე
პირობები, იგივე სარგებელი,
იგივე სიკეთეები, რაც დღეს
ხელმისაწვდომია
საქართველოს
მოქალაქეებისთვის.რა თქმა
უნდა, ჩვენ მათ ვთავაზობთ
მშვიდობას, კეთილდღეობას
და ღირსეულ ცხოვრებას
ძლიერ სახელმწიფოში“, -
განაცხადა თეა
ახვლედიანმა.