თბილისში წინასაახალწლო
ზეიმი გრძელდება.
ორბელიანის მოედნის,
დედაენის ბაღისა და
იუსტიციის სახლის
მიმდებარე ტერიტორიაზე
მოწყობილ საახალწლო
სოფელში, ყოველდღე 12:00დან 22:00
საათამდე გასართობი
ღონისძიებები, კონცერტები,
საშობაო ბაზრობა,
გამოფენა-გაყიდვები
იმართება.ორბელიანის
მოედანზე მოწყობილ
სცენაზე გუშინ მსმენელის
წინაშე ანსამბლი „ფორტე“
წარდგა.თბილისის მერიის
ორგანიზებით გახსნილი
საახალწლო სოფელი,
მნახველებს 21-დეკემბრიდან 7
იანვრის ჩათვლით
მასპინძლობს.