თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

Primetime.ge 1 კვირა წინ 20
თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. თბილისში საზეიმო ღონისძიებები იმართება ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში და მიმდებარე ტერიტორიაზე.მცხეთაში სვეტიცხოვლის მიმდებარედ გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები. ღონისძიებების მასპინძელი საგარეო საქმეთა სამინისტროა.შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობები იმართება რუსთავში, თავისუფლების მოედანზე. გაიმართება თითების თეატრის ორი წარმოდგენა. დღევანდელი დღის მასპინძელი რუსთავში ინფრასტრუქტურის სამინისტროა.დროშების ხეივანი, ინსტალაციები, საბავშვო ზონა და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხეა მოწყობილი ბათუმში, ანბანის კოშკთან. იმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ზონებია მოწყობილი ქუთაისში. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. ღვინის სივრცეში წარმოდგენილია იმერული ჯიშის ღვინოები. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.საზეიმო ღონისძიებები იმართება ოზურგეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰიმნის შესრულებისას საბავშვო ანსამბლის წევრები სცენის წინ საქართველოს ათ მეტრიან დროსას გაშლიან. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი, რომელიც საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება. სხვა ქალაქების მსგავსად, გორშიც გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოწყობილია საგამოფენო სივრცე სახელწოდებით პირველი რესპუბლიკა. ღონისძიების მასპინძელი აქ იუსტიციის სამინისტროა.ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ბავშვებისთვის გამართავს ვორქშოპებს. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტებს და მიიღონ ინფორმაცია მათი პროგრამირების შესახებ.თელავში ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს. იმართება სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდება კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი და მოწყობილია ღვინის სადეგუსტაციო სივრცე სახელწოდებით - კახური მარანი.ხონში მთელი დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართება. საზეიმოდ მოწყობილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გახსნილია თემატური ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას.ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე იმართება შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. გამოფენილია ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ მოედნებზეა შეკრებილი. ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენებით, სპორტული შეჯიბრებებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
სრულად წაიკითხეთ სტატია